Monday, March 23, 2015
5 ფერის მდინარე
კანო კრისტალესი (Cao Cristales) ეს არის ყველაზე ლამაზი მდინარე მსოფლიოში და ეს არ არის ვინმეს სუბიექტური აზრი. ამ მდინარეს მრავალი სახელი აქვს: "ხუთი ფერის მდინარე", "თხევადი ცისარტყელა" და ა.შ.ეს სახელი მდინარეს იომიტომ დაერქვა, რომ მისი წყალი "მოხატულია" ხუთი ფერით: ციფერი ფერი სხვა მდინარეების მსგავსად ამ მდინარესაც აქვს, მწვანე, შავი და ყვითელი ფერი კი ეძლევა ფსკერის და ფსკერზე არსებული წყალმცენარეების გამო. რაც შეეხება მოწითალო ფერებს ეს არის წყალმცენარეების დამსახურება (Macarenia clavigera). განსაკუთრებულად ფერადი ეს მდინარე ხდება სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით. დანარჩენ დროს კი მდინარე კარგავს ფერებს და ის თითქმის არაფრით არ გამოირჩევა სხვა მდინარეებისაგან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment