სათბურის აირები ატმოსფეროს კომპონენტებია, რომლებიც ატმოსფეროს სათბურის ეფექტს განაპირობებს. ზოგიერთი სათბურის აირი ატმოსფეროში ბუნებრივად ჩნდება, სხვები კი ადამიანის საქმიანობის შედეგია, მაგალითად წიაღისეულის საწვავის წვით, როგორიცაა ქვანახშირი ნავთობი და ა.შ. სათბურის აირები შეიცავს წყლის ორთქლს (H2O), ნახშირორჟანგს (ჩO2), მეთანს (ჩH4), აზოტის ჟანგს (N2O), ოზონს (O3). სათბურის ეფექტს კი უწოდებენ ატმოსფეროს ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს.Uგამომდინარე აქედან დედამიწის დათბობის მიზეზი არა ერთი არამედ მიზეზებისგანაა გამოწვეული.
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ატმოსფეროში ნახშიროჟანგის პერმანენტული ზრდა დაფიქსირდა, რაც სხვადასხვა საწვავისა და ინდუსტრიული საქმიანობის გამოყენებამ განაპირობა. ამავე მიზეზებითვე ბინძურდება ჰაერიც. მანქანებიდან და ქარხნებიდან წვის შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ის უფერული და უსუნოა და ადამიანებს მისი შეგრძნება არ შეუძლიათ. დადგინდა, რომ დიდ ბიტანეთიში ყოველწლიურად 24 000 ნაადრევი სიკვდილიანობის მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ფილტვების კიბოთი გარდაცვლილია 10 ადამიანიდან, ერთი. ჰაერის დაბინძურების შედეგია 2000 წლის მონაცემების თანახმად შედეგად სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 6% საფრანგეთში, ავსტრალიასა და შვეიცარიაში ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს მიეწერება. ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში ა/მანქანის ტოქსიკური გამონაბოლქვი ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ასთმური კრიზისისა და 25 000-ზე მეტი ახალი ქრონიკული ბრონქიალური დაავადებების მიზეზი ხდება. გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი. ტროპიკული ზონების რაოდენობა შემცირდება, რაც თავის მხრივ მცენარეული საფარის ცვლილებასაც გამოიწვევს. ცვლილებების შედეგი იქნება მუდმივი დაავადებების ზრდა მიკრო ორგანიზმებში, რომლებიც ახალ კლიმატურ პირობებთან თვითადაპტაციას ახდენენ. ამჟამად კოღოებისა და მღრღნელების მიერ გადატანილი დაავადებების უფრო ფართო გავრცელებაა დაფიქსირებული. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმის ალბათობას, რომ ერთ დროს ეფექტურად აღმოფხვრილი დაავადებები ისევ არ იჩენენ თავს. ძირითადი ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც გლობალურ დათბობას იწვევს, ჰაერს აბინძურებს და კაცობრიობას ემუქრება, გამონაბოლქვი (ნახშირორჟანგი), ტყვია, ბენზოლი, აზოტის დიოქსიდი, ძალიან ვნებს დედამიწას. , მოიმატებს ზღვების დონე მკვეთრად, ამჟამად აღსანიშნავია კარიბის ზღვა, რომლის დონემაც მკვეთრად აიწია, რომელსაც იწვევს ანტარქტიდაზე ყინულის დნობა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სოფლის მეურნეობის მოსავლიანობასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან რომ ნალექების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, ეს პროცესი კიდე გაგრძელდება რის შედეგადაც ბევრი მოსავლიანი ადგილი, საერთოდ გამოუსადეგარი გახდება, რომელსაც დიდ კატასტროფამდე მივყავართ.
No comments:
Post a Comment