Sunday, March 22, 2015

რუსთავის კლიმატი და ბუნება

  რუსთავი აშენებულია უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზე. მისი კლიმატი გარდამავალია ხმელთაშუა ზღვისა და სტეპის ჰავას შორის. იგი ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და მშრალი, ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,3 გრადუსია, ივლისის კი – +25,3 . ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 390 მმ–ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელია მზიან დღეთა ხანგრძლივობა.

მდინარე მტკვარი, რომელიც რუსთავს ორ ნაწილად ჰყოფს, ქალაქის ტერიტორიის  4 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს იკავებს.  მდინარის ხეობაში, რომლის ფართობი დაახლოებით  1028 ჰა–ს შეადგენს,  განთავსებულია ბუნებრივი,  ე.წ. ჭალის ტყე.
 ტყე–ჭალის ტერიტორია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია . პარკში კი მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.ქალაქის დასახლებულ ტერიტორიაზე ხელოვნურად არის გაშენებული ფოთლოვანი მცენარეები მათ შორის: შავი ფიჭვი, კედარი, იფანი და ჭადარი. ასევე, სკვერებსა და ქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზის შუაგამყოფ ზოლებზე გვხვდება  სხვადასხვა  ყვავილოვანი და ბუჩქოვანი კულტურული მცენარეები.

No comments:

Post a Comment