Saturday, March 7, 2015

რომელს ცხოველებს ემუქრება გადაშენება

ველური ბუნების მრავალფეროვნება - ჩვენი პლანეტის ძირითადი მახასიათებელია. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ამა თუ იმ ცხოველების, ფრინველების, თევზების და ქვეწარმავლების პოპულაციები გადაშენების საფრთხის წინ დგება.
ზოგიერთ სახეობას ტყავისა და ხორცის გამო ადამიანი ანადგურებს, ზოგიერთები - ველურ ბუნებაში კონკურენციას ვერ უძლებენ,სხვები კი ტექნოგენური ან ბუნებრივი კატასტროფების გამო კარგავენ არსებობის ჩვეულ გარემოს... 

ასეა თუ ისე მაგრამ ფაქტია - რამდენიმე ათწლეულში ბევრ ცხოველი მხოლოდ და მხოლოდ სურათის ფირს შემორჩება... 
                                                 რისკის ქვეშ მყოფი ცხოველები :
☛ პოლარული დათვების პოპულაცია გლობალური დათბობის გამო მცირდება - ცხოველებს სულ უფრო ღრმად უწევთ არქტიკულ ტუნდრაში შეჭრა, ხოლო ისინი რომლებიც ჩვეულ ადგილას რჩებიან - ბურა დათვებთან წყვილდებიან.
☛ ლურჯი ვეშაპი საკვების ნაკლებობის გამო იღუპება.ოზონის შრის დაზიანება ზოოპლანქტონის შემცირების მიზეზია,ვეშაპები კი სწორედ მისით იკვებებიან.
☛ მთის გორილლები ტყეების გაჩეხვას და ბრაკონიერების სისასტიკეს ეწიერებიან...
☛ გიგანტური პანდას გადაშენებაში ასევე დიდი წვლილი შეაქვს ადამიანს : პანდას საარსებო გარემოს - ტყეების ათვისებით და აქტიური გადამუშავებით ჩვენ მათ საკვების გარეშე ვტოვებთ.
პანდებს თითქმის არ გააჩნიათ თვითგადარჩენის ინსტინქტი და ესეც ერთერთი მიზეზია იმისა თუ რატომ იკლებს ყოველწლიურად მათი რიცხვი.
☛ კაზუარიც გადაშენების პირასაა - ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე ფრინველია რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს.მათი რიცხოვნობის შემცირების მთავარი მიზეზი... მეღორეობის განვითარება გახდა, ღორები ფრინველების ბუდეებს და კვერცხებს ანადგურებდნენ.

No comments:

Post a Comment