Friday, April 3, 2015

თბილისის ეკოლოგიური პრობლემები

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად დაახლოებით 
2 მლნ ადამიანი იღუპება. ჯერ კიდევ 2003 წელს ბრიტანული კომპანიის კვლევების შედეგად, თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად აღიარეს. ჰაერის დაბინძურებაში 90% მანქანების წილია. საქართველოს მასშტაბით თბილისში ტრანსპორტის 40% მოძრაობს. საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მანქანების უმრავლესობას არ აქვს სპეციალური ფილტრი, რომელიც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს. ასეთი მანქანა 15-ჯერ მეტი რაოდენობით მავნე ნივთიერებას აფრქვევს. თბილისში, ქალაქის მოცულობის მიხედვით, 11 საწვავის შემმოწმებელი პუნქტი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ 2-ია. 

ყველა მხარე მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდება - თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, მაგრამ სავალალოა პრობლემის განხორციელების პროცესი - იმის ნაცვლად, რომ ახალი რეკრეაციული ზონები იქმნებოდეს და არსებული ფართოვდებოდეს, "ურბანული განვითარების" მოტივით ათასწლოვანი ხეები კვლავ იჩეხება.ამ მიზეზით გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტის, ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, გარემოს დაცვის პოლიტიკა საქართველოში არაფრით განსხვავდება წინა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისაგან, ხათუნა გოგალაძე ვერ ახერხებს დაიცვას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება - იცხოვროს ჯანმრთელ გარემოში.

No comments:

Post a Comment