Tuesday, February 24, 2015

დაბინძურებული მდინარეები

მდინარის დაბინძურება უამრავ სავალალო შედეგს იწვევს. პირველი და ჩემი აზრით უმთავრესი იღუპება ეკო სისტემა, რომელიც წყლით საზრდოობს, დაბინძურებული გარემო იზიდავს უამრავ შხამიან მწერს, ქვეწარმავალს, ხშირია ინფექციები ხალხში, რომლებსაც ხშირი კონკაქტი აქვთ დაბინძურებულ წყლის რესურსთან.მდინარეები და ზოგადად წყლის რესურსები ისევ და ისევ  საზოგადოების უდიერი ქცევის გამო ბინძურდება, ამ ყველაფერს ალბათ ბუნების მიშვნელობის მიმართ საზოგადოების დაბალი თვითშეგნება განსაზღვრავს. მე ხშირად მინახავს მდინარეები, რომელიც ბინძურდება ფეკალური წყლებით, მოსახლეობის ეზოებში მოგროვილი ნაგავით. დროთა განმავლობაში მდინარის წყალი შრება, ბინძურდება, მისთვის დამახასიათებელი სიბინძურე , ქვეწარმავლების სიმრავლე კვლავ და კვლავ აწუხებს ადამიანს, რომელიც არ უფრთხილდება ბუნების უმთავრეს სიმდიდრეს, სიცოცხლის სიმბოლოს წყალს, რესურს, რომელიც ამოწურვადია.როგორც ვიცი, ყველაზე დაბინძურებული მდინარე მსოფლიოში, ინდონეზიაში მიედინება

No comments:

Post a Comment