1999 წლის მონაცემებით, დაბინძურების ყველა წყაროდან გაფრქვეული იყო 555 ათასი ტონა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ მავნე ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში გამოფრქვევის ინტენსივობა მათი მოძრაობის ზრდის პარალელურად იზრდება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურება. ქალაქ თბილისის ინტენსიური მოძრაობის მაგისტრალებზე (დ.აღმაშენებელი, თამარ მეფის გამზირები) ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის რაიონის ატმოსფერულ ჰაერში აღემატებოდა ქალაქის განაპირა უბნის ჰაერში ტყვიის შემცველობის კონცენტრაციას. როგორც ცნობილია, ტყვია ძვლის უჯრედებში გროვდება და ვიტამინის შებოჭვით კალციუმის მეტაბოლიზმს აფერხებს ბავშვებში. ქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა დაკავშირებულია ეთილირებული ბენზინის მოხმარებასთან. იგი შეიცავს ტეტრაეთილტყვიას, როგორც ანტიდეტონატორს. ტეტრაეთილტყვია ძრავაში იწვის, წარმოქმნის ტყვიის არაორგანულ ნაერთებს, რომლებიც გამონაბოლქვთან ერთად ხვდება ჰაერში. როდესაც უცხოელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ქუჩებში ავტოინსპექტირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველას აღენიშნებოდა სისხლში და შარდში ტყვიის მომატებული შემცველობა, ძვლის ტვინის და გენეტიკური აპარატის ცვლილებები. ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მძიმე მეტალების ჭარბი კონცენტრაციები ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევები და ხელისშემწყობნი არიან. თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე მცხოვრებ პირთა უმრავლესობის 25%-ს შარდსა და თმაში ტყვიის საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა. მოქალაქეებს აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ჰიპერტონული და გულის იშემიური დაავადებები. შესწავლილ პირთა 60%-ს სისხლში კარბოქსიჰემოგლობინი აღმოაჩნდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სუნთქვის ორგანოთა დაავადებების გავრცელება ბავშვთა მოსახლეობაში, რომლის ზრდის ტენდენციაც ბოლო წლებში აღინიშნება.
თუ გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, სადაც ყოველწლიურად იზრდება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ინტენსიურობა, ხოლო 0,1 ლ/კმ ბენზინის ხარჯვის დროს, თვითოეული მანქანის მიერ გამოიყოფა 40-60 გრამამდე ტყვია, რომლის 20% კონცენტრირდება უშუალოდ მანქანასთან, დანარჩენი კი ჰაერში იფანტება, ამასთანავე ერთი ლიტრი ბენზინის დაწვისას გამოიყოფა 750გ ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერება, მაშინ ცხადი ხდება, რომ ატმოსფერული ჰაერის სანიტარული დაცვისათვის აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება. უცხოელი ექსპერტების აზრით, საქართველოს არ გააჩნია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის საკუთარი ნორმატივები და ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონები მოქმედებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მათი აზრით, თბილისის ატმოსფერულ მდგომარეობას ახლო მომავალში გაუარესების ტენდენცია ექნება და მისი დაბინძურების ძირითადი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოვა.
საქართველო შემდეგი შეთანხმებების მონაწილეა: ჰაერის დაბინძურების შესახებ, ბიოდივერსიულობის შესახებ, კიოტოს პროტოკოლი, გადაშენებადი სახეობების, მომწამვლელი ნარჩენების შესახებ, საზღვაო სამართალი, ოზონის ხვრელის დაცვის შესახებ, გემებისგან დაბინძურების შესახებ. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შეფასება საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რადგან ქვეყნის რელიეფური პირობები, პარალელური სატრანსპორტო მაგისტრალების არარსებობა, დასახლებულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები მავნე ნივთიერებებით მისი დაბინძურების მაღალ დონეს განაპირობებენ. უკანასკნელ წლებში სამრეწველო საწარმოთა უდიდესი ნაწილის გაჩერებამ მისი ხვედრითი წილი დაბინძურების საერთო მაჩვენებელში 3%-მდე შეამცირა. სამაგიეროდ გაიზარდა ავტოტრანსპორტის წილი, რომელმაც დაბინძურების საერთო მაჩვენებლის 97% შეადგინა.

No comments:
Post a Comment